Bau Tech • ბაუ ტექი: Blog Blog https://www.bautech.ge/ Fri, 29 Mar 2024 09:37:23 GMT urn:store:2:blog:post:5 https://www.bautech.ge/შოკი-ობი-და-კედლების-დასველება-ზამთარში-კონდესატი შოკი! კედლების სისველე და ობი ზამთარში, ანუ კონდესატი
როგორ ვუშველოთ კედლების დასველებას?

ახალი წელი

აი, როგორც იქნა დასრულდა ეს ჭირვეული რემონტი, რამდენი დრო, ნერვები და თანხები შეიწირა. რამდენჯერ გახდა საჭირო ელიავაზე თრევა, საცობებში დგომა, გაუგებარი საუბრების მოსმენა. ეჰ... მაგრამ ჯანდაბას, ყველაფერი წარსულშია. აგერ ახალი წელი ახლოვდება, გადავალთ ახალ, გარემონტებულ სახლში და გავიხარებთ. გადადიხარ, რთავ ცენტრალურ გათბობას, ხარ ბედნიერი და ერთ უშფოთველ დილასაც ... შოკი!!! კედლები და იატაკი სველია!

რეალობის მიღება

WTF? იწყებ ანალიზს, იხსენებ ყველა სიტყვას, რჩევას, ვერც კი ამჩნევ როგორ უბრუნდება შენი გონება რემონტისდროინდელ მობილიზიაციას. გახსენდება, რომ ვიღაცა სადღაც წერდა ქვაბი ქვაბიო, რადიატორების დამატებაო, არ ყოფნისო... ხსნი ლეპტოპს და გუგლავ ყველაფერს, ფორუმებს, fb-ს, ისე მიფრინავენ წუთები ვერც კი ამჩნევ რომ სამსახურში წასვლის დროს უკვე გადაცდა, მაგრამ იკიდებ...

აგრძელებ ძიებას. ცდილობ გაიგო სხვებსაც აქვთ თუ არა იგივე პრობლემა, თუ მარტო შენ გრძნობ თავს მოტყუებულად? სადღაც გულის სიღრმეში გიხარია კიდეც, რომ მარტო არ ხარ.

ოხ, როგორ არ უნდა ტვინს გაიხსენოს იმ კაცის სიტყვები, ძვირს რომ ითხოვდა, „რა ერქვა?? გიზო, ზურა, ზაზა?... არ მახსოვს..“ რომელმაც გითხრა პატიოსნად რამდენიმე სიტყვა. სიტყვები ენაზე გადგას, მაგრამ გონებას არ უნდა წარმოთქვას. ძნელია აღიარო საკუთარი შეცდომები. სხვების დადანაშაულება გაცილებით იოლია.

თანდათან ეს სიტყვებიც იკვეთებიან შენ წინ პოსტებში და ფორუმებზე. თავიდან თვალს არიდებ, თავს იცავ აღიარებისგან. ....მაგრამ ბოლოს მაინც იღებ რეალობას, სხვა რა გზა გაქვს რო? აი ის სიტყვებიც: „დათბუნება“ „კონდესატი“ „ზამთარი“, "Oh, Shit!!!! ეშმაკმა დალახვროს, გამეკეთებინა რა...!"

რა არის მიზეზი?

კედლები და იატაკი სველდება კონდესატის გამო. ეს არის ელემენტარული ფიზიკის რიგითი კანონზომიერება. ზუსტად ის ხდება, რაც წარმოშობს წვიმას და თოვლს: ჰაერში არსებული ნესტი, დაბალ ტემპერატურაზე გარდაიქმნება წყლად. მორჩა! ფასადის კედლები იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებენ გარეთ არსებულ სიცივეს. 20 სმ-იანი ბლოკით რომ ააშენებ სახლს და არც ფასადის დათბუნებას გაუეკეთებ,  და შიგნითაც პირდაპირ გაჯით შელესავ, სხვა რამ რომ მოხდეს ის უნდა გიკვირდეს ადამიანს.

კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია და... გამოსავალი?

რამდენი რადიატორიც არ უნდა დააყენო და სულ 80 გრადუს ცელსიუსზე რომ გქონდეს გათბობა ჩართული, მაინც ვერ გაათბობ კედელს ისე,  რომ კონდესატი არ გაიკეთოს. როგორც მინიმუმ თბოდანაკარგი იქნება ძალიან მაღალი. 120 კვადრატულზე 450 ლარი გაზის გადასახადი როგორია?

გამოსავალი არის რამდენიმე:

ფასადის დათბუნება გარედან ქვაბამბით, (ან EPS-ით) ახსოვს ისტორიას ასეთი ფაქტები. თუ გაქვთ ამის შესაძებლობა ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალია.

შიგნიდან დათბუნება ქვაბამბით - დამთავრებულ რემონტზე ასეთი გამოსავალი თავზარდამცემია, მაგრამ ერთადერთია. ყურადღების მიქცევა სჭირდება მონოლითური კონსტრუქციის და ბლოკის შეერთებებს. ასეთ გადაბმებზე დამატებითი არმირებაა საჭირო სპეციალური ბადით.

თაბაშირ-მუყაოს ფილებით ფასადის კედლების შიგნიდან შემოსვა, მინა ბამბის ჩაყოლება.

გაჯის ნაცვლად, თაბაშირით შელესვა. თაბაშირის ბათქაშებს უკეთესი თბოიზლოაცია, ელასტიურობა და გარანტირებული ეკოლოგიური სისუფთავე ახასიათებთ. გაჯზე ხან ისეა ხან ასე, გააჩნია რა...

გამოაღეთ ფანჯრები და შეეცადეთ, რომ დიდი სხვაობა არ იყოს შიდა და გარე ტემპერატურებს შორის :) - ეს ხუმრობით, თუმცა ფიზიკის კანონების მიხედვით კონდესატს აღარ გაიკეთებს.

როგორ ავირიდოთ?

როდესაც ბინას ყიდულობთ გამოიკვლიეთ აქვს თუ არა დათბუნება ფასადს.

თუ გაიგეთ, რომ არ აქვს მაგრამ ფასი მიმზიდველია, შიგნიდან გააკეთეთ დათბუნება.

აგარაკზე თუ ზამთრობით არ გეგმავთ ასვლას, ნუ დაიხარჯებით ზედმეტად. ჩაკეტილ სახლს არავინ გაათბობს და კონდესატიც არ იქნება.

საკუთარი სახლის მშენებლობისას გაითვალისწინეთ ჰიდროიზოლაცია და გარე დათბუნება.

რატომ არ აკეთებენ დათბუნებას მშენებლები?

მიზეზი ორია:

დათბუნების გარეშე მშენებლობა იაფი ჯდება

არ არსებობს სტანდარტი რომელიც ითხოვს დათბუნებას

მესამე მიზეზიცაა: სამშენებლოს დამოკიდებულება - "ხალხი აზრზე არ არის და მაინც ყიდულობენ, ჰოდა რატომ გავაკეთოთ?"

აბა, ღმერთი ჩვენსკენ!

კეთილი სურვილებით

www.greenstone.ge

urn:store:2:blog:post:3 https://www.bautech.ge/მასალების-კალკულატორი მასალების კალკულატორი - აღწერა
ბლოგში აღწერილია, თუ როგორ ვქმნით და როგორ მუშაობენ კონსტრუქციების კალკულატორები, რომელიც გეხმარებათ საჭირო რაოდენობის მასალების გამოთვლაში.

კონსტრუქციის კალკულატორები

ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი კალკულატორებით:

KNAUF-ის ტიხრის სისტემები

KNAUF-ის ჭერის სისტემები

KNAUF-ის კედლის შემოსვის სისტემები

KNAUF-ის ლესვის სისტემები

KNAUF-ის აკვაპანელის ფასადის სისტემები

როგორ ვქმნით კალკულატორებს?

პირველ რიგში აგიხსნით პროცესს,  რომელიც წინ უსწრებს კალკულატორის შექმნას:

1. ნაბიჯი პირველი - კომპლექსური კონსტრუქციის (სისტემის) წარდგენა:

მწარმოებელი აცხადებს, რომ მას აქვს კონსტრუქციის სისტემა, მაგ. ტიხარი თაბაშირ-მუყაოს ფილებით.

წარმოადგენს კონსტრუქციის მახასიათებლებს, რომლებიც შესაბამისობაშია სტანდარტების მოთხოვნებთან, მაგ. დატვირთვის კლასი, ნესტგამძლეობა, თბოიზოლაცია, ხმისიზოლაცია, ცეცხლმედეგობა და ა.შ.

სთხოვს ექსპერტიზის ორგანიზაციას, შეამოწმოს წარდგენილ სისტემას აქვს თუ არა დეკლარირებული მახასიათებლები.

2. ნაბიჯი მეორე - სისტემის შემოწმება:

ექსპერტიზის ორგანიზაცია იწყებს ლაბორატორიულ კვლევებს, ექსპერიმენტებს.

სისტემის შემოწმება ხდება წინასწარ შეთანხმებული ფორმისა და ზომის სამაგალითო ნაგებობა/კონსტრუქციაზე, მაგ. კედელი 2.5x4მ.

ექსპერიმენტების შედეგად ორგანიზაცია გასცემს კონსტრუქციისა და მახასიათებლების შესაბამისობის, იგივე ხარისხის, სერტიფიკატს.

3. ნაბიჯი მესამე - ბოლო ეტაპზე ვერთვებით ჩვენც და იწყება კალკულატორის დაპროგრამება. პროცესი ასეთია:

სერტიფიცირებულ კონსტრუქციას თან ერთვის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელშიც განსაზღვრულია:

მახასიათებლები

მასალების ხარჯი 1 კვ.მ-ზე (ან 1 მეტრზე)

მონტაჟის ინსტრუქცია

მწარმოებლის დახმარებით ჩვენ ვაანალიზებთ ამ დოკუმენტაციას

ვგებულობთ რა პარამეტრების შევსება სჭირდება დაინტერესებულ პირს

ვქმნით შესაბამის მონაცემთა ბაზას და ალგორითმებს

საბოლოოდ თქვენ ღებულობთ მარტივად გამოსაყენებელ და სასარგებლო ინსტრუმენტს. მხოლოდ ერთი რამ გრჩებათ გასაკეთებელი: შეავსეთ პარამეტრები.

როგორ მუშაობს კალკულატორი?

ჩვენს მაღაზიაში გამოქვეყნებულ ყველა სისტემას თან ერთვის კალკულატორიც. პროდუქტებზე შეხვდებით ასეთ ღილაკს , ან ასეთს , რომელიც გაგიადვილებთ კალკულატორის მიგნებას.

თქვენ უნდა შეავსოთ პარამეტრები და დააჭიროთ ღილაკს "გამოთვლა".

კონსტრუქციის მიხედვით შესავსები პარამეტრები განსხვავდება. მაგალითად შეკიდული ჭერის კონსტრუქციას აქვს "შეკიდვის სიმაღლის" პარამეტრი, რაც არ აქვს ტიხრის კონსტრუქციას. ასევე ტიხრის კონსტრუქციას ახასიათებს "კედლის სიმაღლის" პარამეტრი, რაც არ აქვს ჭერს და ა.შ.

ჯამში, ყველა პარამეტრი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ კალკულატორში, ქვემოთ არის ჩამოთვლილი:

კონსტრუქციის (ჭერის, კედლის, ტიხრის, იატაკის და ა.შ.) ფართობი - ამ ველში მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს კონსტრუქციის  ფართობი და არა ოთახის ფართი, მაგ. თუ აინტერესებს ტიხრის ან კედლის ხარჯების დათვლა, უნდა გაზომოს ტიხრის ფართობი (მხოლოდ ცალი მხარე და არა ორივეს ჯამი). ჭერის და იატაკის სისტემების შემთხვევაში ფართობი ემთხვევა ოთახის ფართს. ხშირად, უხეში ანგარიშისთვის, ფართს პირდაპირ 3-ზე ამრავლენებ, მაგალითად, თუ თქვენი საცხოვრებელი ბინის ფართია 120 კვ.მ, ტიხრების და კედლების ფართის სავარაუდო, უხეში ფართობი იქნება 120x3=360 კვ.მ. ეს მეთოდი რეკომენდებული არ არის, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მასალებზე და ხარჯებზე სწრაფად ვღებულობთ.

პერიმეტრი - კონსტრუქციის გვერდების სიგრძეების ჯამი, ძირითადად გამოიყენება ჭერის სისტემებში.

კუთხეების სიგრძე - მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს ჯამური სიგრძე იმ კუთხეების, რომელზეც საჭიროა დამცავი კუთხოვანების მიმაგრება.

ტიხრის სიმაღლე - მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დიაპაზონი, რომელსაც მიეკუთვნება მისი კედლის სიმაღლე. კედლის სიმაღლე პროფილების ზომებს და სხვა კოეფიციენტებს განსაზღვრავს.

სისქე - ტიხრის, ბათქაშის ფენის (ლესვისას) ან შემოსვის სისქის პარამეტრი.

ფილა - გამოიყენება ფილის სახეობის მითითებებისთვის. მომხმარებელი ირჩევს, რომელი ფილა სჭირდება. ნესტგამძლე ფილის დროს ასევე იცვლება ნაკერების დამუშავების ფითხიც.

მონტაჟის/შესრულების სერვისი - ყველა სისტემა, რომელიც განთავსებულია ჩვენს საიტზე, მოიცავს მონტაჟსაც. "დიახ" პასუხის არჩევის შემთხვევაში შედეგებში გათვალისწინებული  იქნება შესაბამისი სისტემის მონტაჟის ღირებულებაც.

სართულზე ატანა - თაბაშირ-მუყაოს ფილები თითქმის არცერთ ლიფტში არ ეტევა. ტომრების ლიფტში შეტანაზე კი მეზობლებთან გარკვეული პრობლემა იქმნება. ამ პარამეტრით მომხმარებელი აფიქსირებს კარამდე მიტანის სურვლს, რომელიც მოიცავს ფილების და ტომრების ატანას. სხვა პროდუქტების ატანა უფასოა.

დანაკარგის მაჩვენებლი - კალკულატორებში არ არის გათვალისწინებული მასალების დანაკარგის მაჩვენებლი. ამ პარამეტრით მომხმარებელი აფიქსირებს დანაკარგის მოსალოდნელ კოეფიციენტს.

KNAUF-ის სისტემებში პროდუქტის ხარჯის კოეფიციენტები შემოწმებულია შემდეგი ფორმისა და ზომის კონსტრუქციებით:

ტიხრები და შემოსვები: 2.5 მ სიმაღლისა და 4 მ-ის სიგრძის, ფართობით 11 კვ.მ., კონსტრუქცია.

ჭერები, იატაკები: 10 მx10 მ კვადრატული ფორმის კონსტრუქცია.

კალკულატორი არ ითვალისწინებს დანაკარგებს, რომელიც 3-10% ფარგლებში მერყეობს.

გაეცანით სამშენებლო ტერმინების ლექსიკონს

საუკეთესო სურვილებით,

გრინსტოუნი

urn:store:2:blog:post:2 https://www.bautech.ge/სამშენებლო-ტერმინების-ლექსიკონი სამშენებლო ტერმინების ლექსიკონი
ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით ტერმინებს, რომლებიც უცხოდ და გაუგებრად ჟღერს, მაგრამ ქართულია. ვცდილობთ გამოვიყენოთ ქართული ენა, თუმცა ყველაფერი მაინც არ ითარგმნება.

მაშ ასე, ქვემოთ ცხრილია, რომელშიც პირველი წაკითხვისთანავე ყველაფერი დღესავით ნათელი ხდება:

შეფითხვნა

გაშპაკვლა

იგივე შპაკლოვკა, ფინიში, დასრულება, მალიარკა და ა.შ.

დაგრუნტვა

გრუნტოვკა

როგორც ავტომობილის შეღებვისას, აქაც, შეღებვამდე, აუცილებელია გრუნტის შრის დატანა (და არა მხოლოდ შეღებვამდე, გრუნტი აუმჯობესებს ადჰეზიას, ანუ მოჭიდებას/შეწებებას).

თაბაშირ-მუყაოს ფილა

გიფსოკარდონი

აუცილებლად მოვა დღე, როდესაც თაბაშირ-მუყაოს ფილას აღარ დავუძახებთ გიპსოკარდონს (ზოგჯერ გიფსოკარდონსაც).

ბათქაში

შტუკატურკა,  სლოი

კედლის, ტიხრის, ჭერისა და სხვა ზედაპირის მოსაპირკეთებელი გლუვი შრე, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი (ფილები), ან სველი (გალესვა).

კუთხოვანა

უგოლნიკი

კუთხეებს კარგი დაცვა ჭირდება, მაგრამ მაინც როგორ ადვილად ფუჭდება

დუღაბი

რასტვორი

აგური, ცემენტი, ქიცი ქიცი ქიცმაცური

გლუვი

პლოსკი

ნუ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ჩავწერეთ

ფერდები

ატკოსები

ეს ფასადის, კედლის ან ჭერის ის ნაწილია, რომელიც 40 სმ-ზე ნაკლებია და ზედაპირიდან არის ამოწეული/ან ჩაწეული. უმეტესად გვხვდება ზედაპირთან 90 გრადუსიანი კუთხის შემქმნელი ფერდები.

ფარდების მაგალითია რიგელები, კარისა და ფანჯრის ამოჭრილი ნაწილები, და მსგავსი კუთხის შემქმნელი ზედაპირზე.

შეღებვა

გაკრასკვა

ამის არ დაწერაც არ გამოდიოდა

Bau Tech

ბაუ ტექი

საკუთარი სახელები არ ითარგმნება :)

ცხრილში ის ტერმინებია განმარტებული, რომლებსაც ჩვენთან შეხვდებით, თუმცა არსებობს გაცილებით მეტი. დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავამატებთ.

კეთილი სურვილებით,

Bau Tech • ბაუ ტექი
urn:store:2:blog:post:1 https://www.bautech.ge/კითხვები-knauf-ის-ექსპერტთან კითხვები KNAUF-ის ექსპერტთან
გაეცანით სამშენებლო ტერმინების ლექსიკონს

შედარება: KNAUF ფილა vs სხვა იაფფასიანი

საქართველოს ბაზარზე თაბაშირმუყაო წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის თითქმის თანაბარი ხარისხის ფილებით, მაგრამ მათ შორის კნაუფის ფილები გამორჩეულია საუკეთესო ხარისხის ქაღალდით და ზუსტი გეომეტრიული ზომებით. კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილების სიგრძე, სიგანე და სისქე ყოველთვის შეესაბამება დეკლარირებულ მახასიათებლებს. საქართველოს თაბაშირმუყაოს ბაზარზე კნაუფი უპირობო ლიდერი და ტრენდის განმსაზღვრელია, ამკვიდრრებს ხარისხის სტანდარტს. ის მწარმოებელები, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენილი იყვნენ უხარისხო პროდუქციით განიდევნენ ბაზრიდან, ან იძულებულნი გახდნენ გაეზარდათ ხარისხი.

შედარება:  0.45/0.5 მმ პროფილები vs KNAUF 0.6 მმ

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ნორმებით დასაშვებია 0.5 მმ სისქის თუნუქის გამოყენება, თაბაშირმუყაოს სისტემების პროფილების დასამზადებლად, კნაუფის შიდა ნორმებით, მოთუთიებული თუნუქის მინიმალური სისქე შეადგენს 0.6მმ-ს. ყველა ის მახასიათებლები და მონაცემები კნაუფის სისტემებისათვის (ცეცხლმედეგობა, საკიდებსა და სამაგრებს შორის მანძილები, კედლის სიმაღლეები), რომლებიც მითითებულია ჩვენს ბუკლეტებში, აღებულია 0.6 მმ-იანი პროფილებისათვის. ეს მონაცემები განსხვავებული იქნება 0.5 მმ-იანი პროფილებისათვისაც კი, ხოლო უფრო თხელი პროფილების გამოყენება უბრალოდ სახიფათოა, მათი საშუალებით აგებული კარკასების არასაკმარისი მდგრადობის გამო.

რა საჭიროა საიზოალციო ლენტი და დაგრუნტვა?

საიზოლაციო ლენტი თაბაშირმუყაოს კარკასის აგებისას გამოიყენება კონსტრუქციული ხმაურის ჩასახშობად, ძირითადად, მომიჯნავე სამშენებლო დეტალებთან (იატაკი, კედლები, ჭერი, კოჭები და სვეტები)  პროფილების მიმაგრების ადგილებში.

დაგრუნტვა გამოიყენება შეფითხვის, ლესვის და შეღებვის წინ სამუშაო ზედაპირის გასამაგრებლად (ღრმადშემღწევი გრუნტები შემწოვი ზედაპირებისათვის), შეწოვის უნარის გასათანაბრებლად და ადჰეზიის გასაზრდელად.

დაგრუნტვის გარეშე ჩატარებული სამღებრო თუ შელესვის სამუშაოების შედეგად, შესაძლებელია მივიღოთ კონსტრუქციის დაზიანებები წარმოუდგენლად მცირე დროში.

რატომ ჯობია კონსტრუქციის მთლიანი სისტემის შეძენა?

თუ მომხმარებელს სურს მიიღოს ის მახასიათებლები (ხმის იზოლაცია, ცეცხლმედეგობა, თბოიზოლაცია), რომლებიც მითითებულია აღნიშნული სისტემისათვის, მაშინ მან უნდა შეიძინოს სისტემის სრული კომპლექტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს სასურველ შედეგს.

როდის მჭირდება ნესტგამძლე ფილა?

ნესტგამძლე ფილა გამოიყენება, როდესაც სათავსოში ტენიანობა 70%-90% დიაპაზონშია დღე-ღამეში არაუმეტეს 10 სთ-ისა. თუ ტენიანობა 90%-ს აღემატება ან დრო აღემატება 10 საათს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ აკვაპანელის ცემენტის ფილები.

როდის მჭირდება ცეცხლგამძლე ფილა?

ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება შენობა-ნაგებობებში საევაკუაციო დერეფნების, შახტების, კაბელსატარების მოსაწყობად, როდესაც მოთხოვნილი ცეცხლმედეგობა აღემატება F30-ს.

რატომ KNAUF-ის ფითხი და არა სხვა იაფფასიანი ?

კნაუფი გარანტის იძლევა თავისი პროდუქციის მაღალ ხარისხზე. მისი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ხარისხიანიც და უხარისხოც. ამ ბოლო შემთხვევაში კნაუფი ვერაფრით დაგეხმარებათ.

როდის ჭირდება პროფილს იზოლაცია?

როდესაც მაღალ ტენიანობას (90%-ზე მეტი) ემატება მაღალი ტემპერატურა, მიიღება აგრესიული გარემო. ამ შემთხვევაში პროფილები საჭიროებენ დამატებით იზოლაციას, სპეციალური ლაქით ან საღებავით დაფარვას.

რა უპირატესობა აქვს აკვაპანელის ფასადს?

აკვაპანელის ფასადის კედლების წონა ტიპების მიხედვით მერყეობს 50-60 კგ/მ2-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც თანამედროვე აგურის და ბლოკის კედლები უკეთეს შემთხვევაში 200-300კგ/მ2-ია. ერთი და იმავე მახასიათებლების (ხანძარმედეგობა, ხმის იზოლაცია, თბოიზოლაცია) მქონე აკვაპანელისა და აგურის (ან ბლოკის) კედლების ღირებულება თითქმის თანაბარია, ხოლო მრავალსართულიანი შენობის ფუნდამენტის ანგარიშისას სერიოზული სხვაობაა აკვაპანელის კედლის სასარგებლოდ.

რა სისქის უნდა იყოს ფასადის კედელი?

თუ სახლის გარე კედელს არა აქვს შესაბამისი ხმის იზოლაცია და თბოიზოლაცია, ასეთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. კედლის სისქის შემცირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი საიზოლაციო მონაცემების გაუარესების ხარჯზე. დასაშვები სისქეები მოცემულია ჩვენს სისტემებში.

განსაკუთრებული მადლობა ბატონ ნუგზარ ხადურს, KNAUF-ის ექსპერტს, მოწოდებული პასუხებისთვის.

ბონუსად

Youtube-ზე ქართული რესურსები ჯერჯერობით ცოტაა...

ესეც ქართული:

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები კომენტარებში და შევეცდებით დროულად  მოვიძიოთ პასუხები.

მომზადებულია ბაუ ტექი მიერ.