ძებნა
კატალოგი
    Menu Close
    ყველა ჩანაწერი

    სამშენებლო ტერმინების ლექსიკონი

    სამშენებლო ტერმინების ლექსიკონი

    ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით ტერმინებს, რომლებიც უცხოდ და გაუგებრად ჟღერს, მაგრამ ქართულია. ვცდილობთ გამოვიყენოთ ქართული ენა, თუმცა ყველაფერი მაინც არ ითარგმნება.

    მაშ ასე, ქვემოთ ცხრილია, რომელშიც პირველი წაკითხვისთანავე ყველაფერი დღესავით ნათელი ხდება:

     

    შეფითხვნა გაშპაკვლა

    იგივე შპაკლოვკა, ფინიში, დასრულება, მალიარკა და ა.შ.

    დაგრუნტვა გრუნტოვკა

    როგორც ავტომობილის შეღებვისას, აქაც, შეღებვამდე, აუცილებელია გრუნტის შრის დატანა (და არა მხოლოდ შეღებვამდე, გრუნტი აუმჯობესებს ადჰეზიას, ანუ მოჭიდებას/შეწებებას).

    თაბაშირ-მუყაოს ფილა გიფსოკარდონი

    აუცილებლად მოვა დღე, როდესაც თაბაშირ-მუყაოს ფილას აღარ დავუძახებთ გიპსოკარდონს (ზოგჯერ გიფსოკარდონსაც).

    ბათქაში შტუკატურკა,  სლოი

    კედლის, ტიხრის, ჭერისა და სხვა ზედაპირის მოსაპირკეთებელი გლუვი შრე, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი (ფილები), ან სველი (გალესვა).

    კუთხოვანა უგოლნიკი

    კუთხეებს კარგი დაცვა ჭირდება, მაგრამ მაინც როგორ ადვილად ფუჭდება

    დუღაბი რასტვორი

    აგური, ცემენტი, ქიცი ქიცი ქიცმაცური

    გლუვი პლოსკი

     ნუ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ჩავწერეთ

    ფერდები ატკოსები

    ეს ფასადის, კედლის ან ჭერის ის ნაწილია, რომელიც 40 სმ-ზე ნაკლებია და ზედაპირიდან არის ამოწეული/ან ჩაწეული. უმეტესად გვხვდება ზედაპირთან 90 გრადუსიანი კუთხის შემქმნელი ფერდები.

    ფარდების მაგალითია რიგელები, კარისა და ფანჯრის ამოჭრილი ნაწილები, და მსგავსი კუთხის შემქმნელი ზედაპირზე.

    შეღებვა გაკრასკვა

    ამის არ დაწერაც არ გამოდიოდა

    Bau Tech ბაუ ტექი

    საკუთარი სახელები არ ითარგმნება :)

     

    ცხრილში ის ტერმინებია განმარტებული, რომლებსაც ჩვენთან შეხვდებით, თუმცა არსებობს გაცილებით მეტი. დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავამატებთ.

     

    კეთილი სურვილებით,

    Bau Tech • ბაუ ტექი 

    კომენტარი
    დატოვე კომენტარი დახურვა
    banner