ეკონომიური IZOGIPS ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების სისტემას, რომელიც გაჯის მაღალ ხარისხიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
ტიხრის ერთფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
ეკონომიური სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. მიზანშეწონილია გამოყენება სათავსოებში, სადაც არ არის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებლების მოთხოვნები.
ტიხრის ორფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს მაღალ მახასიათებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
ტიხრის სამფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს იდეალურთან მიახლოებულ მაღალ მაჩვენებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. ასეთი ტიხრებისგან აგებული ოთახიდან ხმაური თითქმის არ გამოდის. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
ტიხრის ორფენიანი სისტემა ლითონის ორმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს იდეალურთან მიახლოებულ მაღალ მაჩვენებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.