ეკონომიური IZOGIPS ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების სისტემას, რომელიც გაჯის მაღალ ხარისხიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
ერთფენიანი შემოსვის სისტემა კედელზე მიმაგრებით
ეკონომიური სისტემა კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
ორფენიანი შემოსვის სისტემა კედელზე მიმაგრებით
სტანდარტული სისტემა კედლის სწრაფი და მშრალი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ , მკვრივი სტრუქტურის მქონე, საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
ერთფენიანი შემოსვის სისტემა დაშორებულ პროფილზე
ეკონომიური სისტემა, კონსტრუქციული ხმაურის გაუმჯობესებული იზოლაციით, საბაზისო კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია დაშორებულია საბაზისო კედლიდან, ტიხრის პროფილების (CW, UW) გამოყენებით.
სისტემას ასევე იყენებენ ნაკლებ მკვრივი ზედაპირის მქონე კედლების მოსაბათქაშებელად (მაგ. პერლიტის ბლოკით აშენებული კედელი).
ორფენიანი შემოსვის სისტემა კედლიდან დაშორებულ პროფილზე.
სტანდარტული სისტემა, კონსტრუქციული ხმაურის გაუმჯობესებული იზოლაციით, საბაზისო კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია დაშორებულია საბაზისო კედლიდან, ტიხრის პროფილების (CW, UW) გამოყენებით.
სისტემას ასევე იყენებენ ნაკლებ მკვრივი ზედაპირის მქონე კედლების მოსაბათქაშებელად (მაგ. პერლიტის ბლოკით აშენებული კედელი).