შეკიდული ჭერის სისტემა მანსარდებისთვის
სისტემას აქვს ყველაზე პატარა შეკიდვის სიმაღლე ჭერების მშრალი მობათქაშების სისტემებს შორის: 9-10 სმ (დამოკიდებულია ჭერის სისწორეზე).
განკუთვნილია, როგორც მანსარდების, ასევე ჩვეულებრივი ბინის ჭერების მოსაწყობად. კონსტრუქცია შეიძლება დამაგრდეს ხის ძელაკებზეც და პირდაპირ ბეტონის ჭერზეც.
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად.