ეკონომიური IZOGIPS ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების სისტემას, რომელიც გაჯის მაღალ ხარისხიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
ტიხრის სამფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს იდეალურთან მიახლოებულ მაღალ მაჩვენებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. ასეთი ტიხრებისგან აგებული ოთახიდან ხმაური თითქმის არ გამოდის. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
AMF-ი, კნაუფის ერთერთი საპროდუქტო მიმართულებაა, რომელიც აწარმოებს პროდუქციასა და სისტემებს საოფისე და კომერციული ფართების შეკიდული ჭერების მოსაწყობად (ე.წ."არმსტრონგი").
სისტემა გამოირჩევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამძლეობით. კონსტრუქციას არ ახასიათებს დეფორმაცია, ხოლო ფილები დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ ფერსა და მახასიათებლებს.
ეკოლოგიურად სუფთა AMF ფილებს აქვთ სხვადასხვა ხმის ჩამხშობი მახასიათებლები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ქმნის მყუდრო და პროდუქტიულ ატმოსფეროს.