ეკონომიური IZOGIPS ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების სისტემას, რომელიც გაჯის მაღალ ხარისხიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
Knauf Super Finish - მზა საფითხნი მასალა სპეციალური შემავსებლის, ვინილის შემკვრელის და მასალის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი დანამატების ბაზაზე. განკუთვნილია იდეალურად სწორი და გლუვი ზედაპირების შექმნისთვის ფართების შიგნით. Knauf Super Finish გამოიყენება შემდეგისთვის: თხელი საბოლოო ფენის დატანისთვის მინერალურ საფუძველებზე: მყარ ბათქაშებზე (თაბაშირის, კირის, ცემენტ-კირის), ბეტონის ზედაპირებზე, თაბაშირის ბლოკებზე, შეღებილ ზედაპირებზე ან მინაბოჭკოვანი შპალერით გაკრულ ზედაპირებზე. თაბაშირმუყაოს ფილების მოპირკეთებისთვის. თაბაშირმუყაოს ფილების პირაპირების, რომლებიც წინასწარ შევსებულია მასალით Knauf Uniflott ან Knauf Fugenfüller, განმეორებითი შეფითხნისთვის.
Knauf Fasad Protect - აკრილის ხსნარი ქიმიური კომპონენტების დამატებით წყალგაუმტარობისა და ანტისეპტიკური თვისებების უზრუნველსაყოფად, "წვეთოვანი ეფექტით" ყველა ტიპის მინერალური ზედაპირისთვის.